პრემიერ-მინისტრი გიორგი ქობულიას პოსტიდან გადაყენების თაობაზე პირველ კომენტარს აკეთებს

მოვუსმინე ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც, იყო აცდენა ხედვებში, მიდგომებში, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თუ რატომ გადააყენა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გიორგი ქობულია.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, აუცილებელია, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის მთავრობაში, ჰქონდეს ზუსტი აღქმა დღევანდელი სოციალური რეალობის. ამასთან ერთად, არის კონკრეტული პროგრამა, რომელის შესრულებაზეც პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა.

„გოგა ქობულია არის თავის საქმის პროფესიონალი. რაც შეეხება სხვადასხვა დარგობრივ განვითარებას. ამ დარგების სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში მან მართლაც შეძლო მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება. მე მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი. საბოლოო ჯამში, მისი პოზიციაც იყო, რომ გუნდში მუშაობას ვერ გააგრძელებდა და მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ობიექტურად უნდა მიმეღო. ეს საკითხი არის დახურული. ჩვენ გვაქვს ამბიციური განვითარების გეგმა, მოსახლეობა ელოდება სწრაფ შედეგებს. ჩვენ გვაქვს წარდგენილი სამთავრობო პროგრამა და მივყვებით ამ პროგრამის შესრულებას“, – განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიფრანგულ სკოლაში პროტესტის ნიშნად 15 ცხვარი ჩარიცხეს
შემდეგი სტატია„გოგაშვილი, შენ წარსდგები სასამართლოს წინაშე, როგორც ჯოჯოხეთის მუკზალი, ამას მე, ვახა გპირდები“