პაპუაშვილმა სხდომიდან კიდევ ორი დეპუტატი – ბოტკოველი და ბოკუჩავა გააძევა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ “ნაციონალური მოძრაობის” ორი დეპუტატი – გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა გააძევა. მანამდე დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები თამარ ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი.

“უმიკროფონოდ როგორ უნდა დეპუტატების შეურაცხყოფა, მე მგონი იცოდეთ უნდა კარგად”, – უთხრა პაპუაშვილმა ბოკუჩავას, რომელიც მისი მტკიცებით, მომხსენებელს აყენებდა შეურაცხყოფას.

გიორგი ბოტკოველს სხდომაზე სურდა ესაუბრა პარლამენტის ოპერატორისა და ფოტოგრაფის, სერგო სარდლიშვილის პოსტებზე, რომელიც მან ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემაზე გამოაქვეყნა. საჯარო მოხელე, შეიძლება ითქვას, რომ ამართლებდა ძალადობას.

ბოტკოველი ამბობდა, რომ ადამიანი რომელიც ყოველ დღე შედის სხდომათა დარბაზში და დეპუტატებს ფოტოებს უღებს, სიძულვილს აფრქვევს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბოტკოველს უთხრა, რომ არ ჰქონდა კითხვა კანონპროექტის მუხლთან დაკავშირებით. მოგვიანებით კი მიკროფონის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა დარბაზი.

banner
წინა სტატიაშიგუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე – გახარია
შემდეგი სტატიაიდენტიფიცირებულები არიან ის სპეცრაზმელები, ვინც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს