ზუგდიდში ზუტნერის მშვიდობის პრემია დაწესდა

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.
ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაარსების მიზანია, მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასება, საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.

დღევანდელ ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქარველოში არიან ბენკო და ბერტა ფონდ ზუტნერის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტის რექტორი ჰააგაში პეტრა კეპლერი ესწრებოდნენ

„ მოგესალმებით, მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვესწრები ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. მართლაც მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ზუგდიდში, ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელის გამოვლენა.

ბერტა ფონ ზუტნერი იყო ნობელის რემის პირველი ლაურეატი ქალი მშვიდობის დარგში, რომელიც როგორც საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერი, პაციფისტად ჩამოყალიბდა საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების ზუგდიდში გატარებული წლები, მათი კავშირი და ურთიერთობა დადიანების სასახლესთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან და მის შვილებთან.

სწორედ ზუგდიდში გატარებულ წლებს ასახელებს ბერტა თავისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პერიოდად და ხმამაღლა აცხადებს, რომ არა ზუგდიდში გატარებული წლები, ის ვერასდროს ვერ გახდებოდა ისეთი ბერტა ფონ ზუტნერი, რომელსაც მას მთელი მსოფლიო იცნობდა.

ამ პრემიის ფლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება.

მივესალმები მსგავს ინიციატივებს და მადლობას გიხდით ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის პრემიის დამფუძნებლებს.“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიება ჩატარდა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით.

banner
წინა სტატიაშიქართველმა ჟურნალისტმა 9 მაისი გერმანელებს მიულოცა
შემდეგი სტატიაფრანგულ სკოლაში პროტესტის ნიშნად 15 ცხვარი ჩარიცხეს