იდენტიფიცირებულები არიან ის სპეცრაზმელები, ვინც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს

ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, რომ პოლიცია გუშინ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს არ გასცდენია კანონის ჩარჩოებს, კადრები საპირისპიროს ამტკიცებს.

უკვე იდენტიფიცირებულები არიან ის სპეცრაზმელები, ვინც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს – დიმა მჭედლიძე, სოსო გვარამაძე და სოსო გელაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან.

ასევე, არსებული ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების დასარბევად, გდდ-ის ხელმძღვანელმა ზვიად ხარაზიშვილმა იგივე “ხარებამ” მისივე კერძო კომპანიის, “სარანგის” თანამშრომლები გამოიყვანა.

“მთავარს” კი წყარო აწვდის ინფორმაციას, რომ შავნაბადას ბაზაზე გდდ-ის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა, რაც მოძალადე სპეცრაზმელების იდენტიფიცირებასა და მათი ფოტოების გავრცელებას მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილმა სხდომიდან კიდევ ორი დეპუტატი – ბოტკოველი და ბოკუჩავა გააძევა
შემდეგი სტატიაჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ევროპული ღირებულება დასაცავია – თამარ ბელქანია (ვიდეო)