პორტუგალიის კულტურის მინისტრი “ფეისბუქზე” გაკეთებული კომენტარის გამო გადადგა

პორტუგალიის კულტურის მინისტრი

11პორტუგალიის კულტურის მინისტრმა, ჟოაუ სოარეშმა განთავისუფლების შესახებ განცხადება სკანდალის ფონზე დაწერა, რომელიც “ფეისბუქზე” გაკეთებულ მის ერთ-ერთ კომენტარს მოყვა.
7 აპრილს დაწერილ პოსტში მან პირობა დადო, რომ “განმკურნავ სილას” მიიღებდა ორი ჟურნალისტი, რომელთა გამონათქვამი მან შეურაცხმყოფელად მიიღო.
ერთ-ერთი სტატია, რომელმაც მინისტრის გაბრაზება გამოიწვია, გაზეთ Público-ში გამოქვეყნდა – ავტორი მინისტრს არაკომპეტენტურობაში და სიხისტეში სდებდა ბრალს.

“განმკურნავ სილაზე” დაპირების მიცემა ბევრმა მეტისმეტად ჩათვალა და მეორე დღეს მინსიტრი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.

banner
წინა სტატიაშიინგლისის არქიეპისკოპოსის მამა ჩერჩილის მდივანი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაპანამა “ფეიფერსის” მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში დავით კეზერაშვილი ფიგურირებს