ინგლისის არქიეპისკოპოსის მამა ჩერჩილის მდივანი აღმოჩნდა

ინგლისის არქიეპისკოპოსის მამა ჩერჩილის მდივანი აღმოჩნდა

9არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბმა განაცხადა, რომ დნმ-ის ანალიზის შედეგებით გაოცებულია, რომელმაც მისი ნამდვილი მამის ვინაობა დაადგინა.
ის ბრიტანელი დიპლომატი სერ ენტონი მონტეგიუ ბრაუნი აღმოჩნდა, რომელიც უინსტონ ჩერჩინის ცხოვრების უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მასთან მდივნად მუშაობდა. მიმდინარე მომენტამდე ინგლისის ეკლესიის ხელმძღვანელი თვლიდა, რომ მამამისი ვისკების გამყოდველი გევინ უელბია.

არქიეპისკოპოსმა დნმ-ის ანალიზის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გამოცემა Daily Telegraph-ის ჟურნალისტებმა არქიეპისკოპოსს ოჯახური ისტორიის საკუთარი ვერსია შესთავაზეს.

უემბლის დედამ ჯეინ უილიამსმა დაადასტურა, რომ ბრაუნთან 1955 წელს, დაქორწინებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა კავშირი.
“ის წლები ცხადად არ მახსოვს, მაგრამ ვადასტურებ, რომ ჩვემს მოულოდნელი გათხოვებამდე, რომელიც ორივე მხრიდან ალკოჰოლის მიღების შედეგად მოხდა, მე ენტონი მონტეგიუ ბრაუნთან ვიწექი” – ამბობს არქისპისკოპოსის დედა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანი და ყარაბაღი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაზე აცხადებენ
შემდეგი სტატიაპორტუგალიის კულტურის მინისტრი “ფეისბუქზე” გაკეთებული კომენტარის გამო გადადგა