პოროშენკოს აზრით სააკაშვილის და სავჩენკოს ისტორია სასწავლო წიგნებში უნდა შეიტანონ

რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნადეჟდა სავჩენკოს ისტორია სპეცსამსახურების სკოლის სასწავლო პროგრამაში უნდა შეიტანონ – წერს უკრაინული მედია.
“უკანასკნელი თვეების მანძილზე უშიშროებამ ორი მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომლებიც სპეცსამსახურების მომავალი სტუდენტების სახლმძღვანელოებში უნდა შევიდეს” – თქვა პოროშენკომ და აღნიშნა, რომ საუბარია ოდესის ყოფილ გუბერნატორზე მიხეილ სააკაშვილსა და რადას სახალხო დეპუტატზე ნადეჟდა სავჩენკოზე, რომლებიც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან 12 თებერვალს გააძევეს.
ნადეჟდა სავჩენკოს 22 მარტს კიევის სასამართლომ ორი წლით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდიდან ივანიშილისთვის ხის გადატანამ ელექტროგადამცემი ბოძები და საგზაო ნიშნები დააზიანა
შემდეგი სტატიასკრიპალის საქმის გამო უკრაინამ რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა