ზუგდიდიდან ივანიშილისთვის ხის გადატანამ ელექტროგადამცემი ბოძები და საგზაო ნიშნები დააზიანა

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გიგანტური ხეების გადატანა გრძელდება – ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმნიდან წუხელ, გვიან ღამით, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკისთვის ევკალიპტის ხე წაიღეს. ეს ხე აბასთუმანში, ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახის ეზოდანაა.

ასწლოვანი მცენარის ტრანსპორტირებისას გაითიშა ელექტროენერგია. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ასწლოვანი ხის გადატანისას მოგლეჯილ იქნა ელექტროენერგიის ბოძები. განადგურებულია საგზაო ნიშნების მაჩვენებლებიც.

ამ წუთებში ხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათშია გაჩერებული.

“როდესაც არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილება ხდება, ამის თაობაზე, ჩვენთან, წინასწარ შემოდის განაცხადი.ამ პერიოდში, უსაფრთხოების მიზნით რომ არ მოხდეს რაიმე დაზიანება, დროებით ვხსნით ელექტროქსელებს იმ მონაკვეთში , სადაც ხდება ამ არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილება. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა სახის ტვირთია ის, თუმცა, ისინი უმეტეს შემთხვევაში ამთხვევენ იმ პერიოდს , როდესაც ჩვენ გვაქვს გეგმიური სამუშაოები, რომელიც ძირითადად ხდება ღამის საათებში. ამ შემთხვევაში, გუშინაც, ჩვენც გვქონდა გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება ელექტროგადამცემ ბოძებს- ნამდვილად არ ყოფილა “”ენერგო პრო ჯორჯიას”” ბოძები და სახვა რა ბოძებზეა საუბარი?! “ენერგო პრო ჯორჯიას” ამის შესახებ არ გააჩნია ინფორმაცია-აცხადებს ,,ენერგო პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი ეკა ურიდია “თაიმერთან” საუბარში.

ინფორმაცია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის შესახებ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ იგეგმება 50-მდე უნიკალური ჯიშის ხის გადარგვა. ახალი დენდროლოგიური პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აქედან ორი ჰექტარი გიგანტური ხეებისთვის არის გამოყოფილი. თავად ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე აცხადებდა, რომ გიგანტური ხეები მისი ჰობია.

„ჩემი ჰობია და ძალიან მიყვარს დიდი ხეები, გიგანტური ხეები არის ჩემი ერთ-ერთი გასართობი“-ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმორიგი მასშტაბური ტერაქტის ავღანეთში
შემდეგი სტატიაპოროშენკოს აზრით სააკაშვილის და სავჩენკოს ისტორია სასწავლო წიგნებში უნდა შეიტანონ