სკრიპალის საქმის გამო უკრაინამ რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინა გერაშენკომ განაცხადა, რომ სკრიპალის საქმის გამო ევროპის სანქციებს, საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევონ, უკრაინა ვერ შეუერთდება. გერაშენკოს თქმით, უკრაინა-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ისედაც კრიტიკულ მინიმუმზეა, თუკი უკრაინელები გააძევებენ რუს დიპლომატებს ქვეყნიდან, იგივეს იზამს რუსეთი. რადგანაც უკრაინას ბევრი სამხედრო ტყვე ყავს, რომელთა განთავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს რუსეთთან აწარმოებს, უკრაინას უფლება არა აქვს რუსეთთან კონტაქტი გაწყვიტოს. ამასთანავე, გერაშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის ელჩი არ მუშაობს, ისევე, როგორც რუსეთში უკრაინის ელჩი. საელჩოებში რიგითი თანამშრომლები არიან დარჩენილები.

გუშინ გავრცელდა, რომ ბრიტანეთის სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო ევროკავშირის 20 ქვეყანა საკუთარი ტერიტორიიდან რუს დიპლომატებს გააძევებს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკოს აზრით სააკაშვილის და სავჩენკოს ისტორია სასწავლო წიგნებში უნდა შეიტანონ
შემდეგი სტატიაკარლოს პუჩდემონი გერმანიაში დააკავეს