პოროშენკომ ტრამს პუტინთან დანაბარების გადაცემა სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ NBC News-თან ინტერვიუში თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს მიმართა და სთხოვა, რომ მან პირადად გადასცეს ვლადიმერ პუტინს მისი თხოვნა – “გთხოვთ, წადით უკრაინიდან, ბატონო პუტინო”.
აქვე, პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის არმია მზად არის დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ამავე დროს, კიევი იმედოვნებს, რომ აშშ თავის დანაპირებს შეასრულებს და ქვეყანას მხარს დაუჭერს რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. “მე აშშ-ს იმედი მაქვს. მე ამერიკელი ხალხის იმედი მაქვს” – თქვა პოროშენკომ.

ოთხშაბათს, 28 ნოემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გუშინ დაანონსებული შეხვედრა, რომელიც G20 სამიტზე უნდა შემდგარიყო ტრამპსა და პუტინს შორის, შეიძლება ამერიკის პრეზიდენტმა ქერჩის მოვლენების გამო ჩაშალოს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა ჩრდილოეთ კორეელ სტუმარს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაგერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ნაადრევი გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგია