აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა ჩრდილოეთ კორეელ სტუმარს უმასპინძლა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს რიუ ხენ ჩხოს უმასპინძლა – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სააგენტო წერს. მხარეებმა ერთმანეთს ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის სამდღიანი ვიზიტის შედეგები წარუდგინეს, რომლის დროსაც ორმხრივი თანამშრომლობის პროექტები განიხილეს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ნივთების აფხაზეთში იმპორტირების საკითხები. რიუ ხენ ჩხომ მასპინძლებს მადლობა გადაუხადა მოწვევისა და მასპინძლობისთვის – “აპსნიპრესი” წერს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა პუტინთან შეხვედრა ქერჩის გამო გადადო
შემდეგი სტატიაპოროშენკომ ტრამს პუტინთან დანაბარების გადაცემა სთხოვა