გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ნაადრევი გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგია

გერმანიის მთავრობას, ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტია მიიღოს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. მისი თქმით, ქერჩის კრიზისთან დაკავშირებით მსგავსი ზომების მიღება “ცოტათი ნაადრევია”, “სანქციები კი წყლის ონკანი არ არის, რომლსაც ხსნიან და კეტავენ საჭიროებისამებრ” – “დოიჩე ველე” წერს.
თავის მხრივ, ფედერალური მთავრობის პრეს-მდივანმა შტეფენ ზაიბერტმა მიანიშნა, რომ ახალი სანქციების შემოღება შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების თანხმობის შემთხვევაში. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ გაერთაინებას რუსეთის წინააღმდეგ 2019 წლის 31 იანვრამდე უკვე შემოღებული აქვს სანქციები.
გერმანიამ უკრაინის ელჩის მოწოდება რუსეთზე ზეწოლა განახორციელონ და შავ ზღვაში გერმანული ხომალდები გაუშვან, მიზანშეწონილად არ ჩათვალა – ზაიბერტმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ ტრამს პუტინთან დანაბარების გადაცემა სთხოვა
შემდეგი სტატიაავსტრიაში რენუარის ნახატი მოიპარეს