პომპეო ერ-რიადში ხაშოგის მკვლელობასა და რეგიონალურ კონფლიქტებს განიხილავს

აშშ-ს სახელმწოფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთში იმყოფება. მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულების გამოვლენის მოთხოვნაა. ჟურნალისტი Washington Post-თან თანამშრომლობდა. ის გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს – “ამერიკის ხმა” წერს.
გუშინ პომპეომ თქვა, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს სთხოვს, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში ჩართული პირები დასაჯოს. გარდა ამისა, შტატების სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთთან ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და რეგიონალური კონფლიქტების საკითხებს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში 15 იანვარს რვა აეროპორტი გაიფიცება
შემდეგი სტატიადაკეტილი ჯვრის მონასტერი – კულტურის მინისტრის მოადგილე მომხდარს გაუგებრობას უწოდებს