გერმანიაში 15 იანვარს რვა აეროპორტი გაიფიცება

გერმანიაში ერთბაშად რვა აეროპორტი გაიფიცება და გეგმიური რეჟიმით არ იმუშევებს. მიზეზია აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურების 23 ათასი თანამშრომლის გაფიცვა, რომელსაც გერმანული პროფკავშირი Verdi გაუწევს ორგანიზებას.
შუაღემით გაფიცვა ჰამბურგში, ჰანოვერსა და ბრემენში დაიწყება და მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება – “დოიჩე ველე” წერს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, 15 იანვრის გაფიცვა ყველაზე მასშტაბური იქნება ქვეყანაში.
გაფიცვა შეეხება დაახლოებით 220 ათას ავიამგზავრს.
Verdi-ს მიზანია ხელფასის საათში 20 ევრომდე მომატება იმ 23 ათასი თანამშრომლისთვის, რომლებიც აეროპორტებში უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელი.

banner
წინა სტატიაშითურქეთის მთავრობა ტრამპს: მოკავშირეები “ტვიტერით” არ ურთიერთობენ
შემდეგი სტატიაპომპეო ერ-რიადში ხაშოგის მკვლელობასა და რეგიონალურ კონფლიქტებს განიხილავს