დაკეტილი ჯვრის მონასტერი – კულტურის მინისტრის მოადგილე მომხდარს გაუგებრობას უწოდებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯვრის მონასტრის დაკეტვას გაუგებრობად აფასებს.

მიხეილ გიორგაძე პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ძალიან აქტიურად უნდა ჩაერიოს სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს კომპეტენცია გარე ვაჭრობის მოწესრიგების, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა პირველ რიგში. გაუგებრობად შევაფასებდი. მალე, ასე ვთქვათ გაირკვევა ეს სიტუაცია და დაპირისპირება უფრო არ გაღრმავდება,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი გუშინ დაიკეტა. მიზეზი გარემო მოვაჭრეებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაა. მლოცველები და ტურისტები ტაძარში შესვლას ვერ ახერხებდნენ.

banner
წინა სტატიაშიპომპეო ერ-რიადში ხაშოგის მკვლელობასა და რეგიონალურ კონფლიქტებს განიხილავს
შემდეგი სტატიაკრიტერიუმები ორ ფორმატში გაიწერება- კობახიძე მოსამართლეების შერჩევაზე