პოდოლიაკმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაყინვაზე ისაუბრა

რუსეთის მიერ ქალაქ მარიუპოლის ალყამ კიდევ უფრო გაართულა მოლაპარაკებების პროცესი უკრაინის ომში და ძნელი სათქმელია, როდის შეიძლება განახლდეს პირდაპირი მოლაპარაკებები, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

მისი თქმით, მოლაპარაკებები გაყინულია, რადგან რუსეთი ომის მეორე ფაზაზე – დონბასში ძალების განთავსებაზე “სერიოზულ ფსონს დებს”.

„ძნელი სათქმელია, როდის იქნება შესაძლებელი მომავალი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა. ცხადია, მარიუპოლის ტრაგედიის ფონზე, მოლაპარაკებების პროცესი კიდევ უფრო გართულდა“,- ამბობს პოდოლიაკი

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მეხუთედ გაცვალეს
შემდეგი სტატიაელენა ზელენსკას განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში გამოვლენილი არაადამიანურობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში ანალოგიურად ექცევიან