უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მეხუთედ გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები მეხუთედ გაცვალეს, 76 სამხედრო უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბრუნდება, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ გავცვალეთ 60 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 10 ოფიცერი. ასევე სახლებში ბრუნდება 16 მშვიდობიანი მოქალაქე“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.

უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების ბოლო გაცვლა 14 აპრილს მოხდა, რომლის დროსაც 30 უკრაინელი გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი რუსულ ნავთობსა და გაზზე დაწესებულ სანქციებს მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიაპოდოლიაკმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაყინვაზე ისაუბრა