ელენა ზელენსკას განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში გამოვლენილი არაადამიანურობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში ანალოგიურად ექცევიან

უკრაინის პირველი ლედის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში გამოვლენილი არაადამიანურობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ ანალოგიურად ექცევიან საკუთარ ქვეყანაში. ამის შესახებ ელენა ზელენსკამ ჩეხურ ყოველდღიურ გამოცემა Respekt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ახლა მთელი მსოფლიო ცდილობს რუსების ასეთი არაადამიანურობის მიზეზი ამოიცნონ. ჩემი ვერსიით, ეს პირველ რიგში იმის ასახვაა თუ როგორ ექცევა თავად რუსეთის ხელისუფლება თავის ჯარისკაცებსა და ზოგადად ხალხს. ეს არის დაქვემდებარებულების დამცირებისა და ძლიერების დაუსჯელობის ნაზავი. და როდესაც მსგავსი დამცირებული დაქვემდებარებული იღებს ძალაუფლებას – ის ხდება მანიაკი და სამაგიეროს უხდის მსოფლიოს“,- განაცხადა პირველმა ლედიმ.

banner
წინა სტატიაშიპოდოლიაკმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაყინვაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს უჭერს – ლე მერი