ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვების შემდეგ რუსეთმა საბრძოლო მზაობა გამოაცხადა

შორეულ აღმოსავლეთში რუსეთმა საბრძოლო მზაობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების მორიგი წვრთნები ჩაატარა – რუსეთის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა ვიქტორ ოზეროვმა განაცხადა -წერს “ბიბისი”. “რუსეთი ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმას, თუ რა ხდება ჩრდილეოთ კორეაში. შორეულ აღმოსავლეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტები საომარ მზაობაში არიან მოყვანილი. რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ზონაში ჩვენ საჰაერო სივრცელს ვაკონტროლებთ” – განაცხადა ოზეროვმა.

banner
წინა სტატიაში„არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ეჭვს ქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს“ – გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაბერლუსკონი სახლში დაეცა და ტუჩი გაიხეთქა