„არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ეჭვს ქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს“ – გიორგი მარგველაშვილი

თბილისში ამერიკის დღეები 2017-ის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სტუმრები აშშ-ის საელჩოს ძველ შენობაში შეიკრიბნენ. შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიმართა:

„საქართველომ გადადგა დამატებითი ნაბიჯები ევროატლანტიკურ კავშირებში ინტეგრაციისთვის. ამ გზაზე ამერიკელებისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა საერთაშორისო არენაზე, რომ ქვეყნებს რუსეთის აგრესიის პოლიტიკის წინააღმდეგ არაღიარების პოლიტიკა აქვთ. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ეჭვს ქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ერთიანები უნდა დავრჩეთ, როდესაც საკითხი აგრესიას ეხება,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოება დაარწმუნონ,რომ ისინი საუკეთესო კანდიდატები იყვნენ-ხიდაშელი თავდაცვის უწყებაში დეპუტატთა მეუღლეების დასაქმებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაფხენიანის მიერ რაკეტების გაშვების შემდეგ რუსეთმა საბრძოლო მზაობა გამოაცხადა