ფინეთში დათვმა სამხედრო მანიოვრები ჩაშალა

ფინეთში დათვმა სამხედრო მანიოვრები ჩაშალა

datviფინეთში დათვმა სამხედრო მანიოვრები ჩაშალა, რომელშიც 3 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა. მტაცებელი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მოხვდა და ჯარისკაცები და ოფიცრები დაშალა – წერს ადგილობრივი Iltalehti.
სამხედრო ტერიტორიაზე მოხვედრილმა დათვმა, გემრიელად მიირთვა სადილი, რომელიც ჯარისკაცებისთვის იყო გამზადებული, შემდეგ კი სამხედროების ნივთები, რომელიც უყურადღებოდ იყო დატოვებული, დაგლჯა.

“როგორც წესი, დათვი ადამიანს გაურბის, მაგრამ ამას საერთოდ არ ეშინოდა” – განაცხადა სატუ ჰუიანენის ბრიგადის პრეს-მდივანმა. მისი თქმით, არავინ დაშავებულა. დათვისგან თავის დასაცავად, ჯარისკაცები იქვე მდგარ სატვირთოებში ჩახტნენ, სადაც საშიშროების გადავლამდე იყვნენ.
ნაწილის მეთაური, წესების მიხედვით, ადგოლობრივ პოლიციას დაუკავშირდა, რომ მათგან მტაცებელის მოკვლის ნებართვა აეღო. ამის შემდეგ დათვი მოკლეს. როგორც იტყობინებიან, ეს დათვის სამხედრო ნაწილში შესვლის პირველი შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა განაცხადა, რომ მას პოლონეთზე თავდასხმის გეგმა არა აქვს
შემდეგი სტატიადღეს საქართველოში მთავარ გამოწვევას მოქალაქეების საარჩევნო ყუთებთან მიყვანა წარმოადგენს