რუსეთმა განაცხადა, რომ მას პოლონეთზე თავდასხმის გეგმა არა აქვს

რუსეთმა განაცხადა, რომ მას პოლონეთზე თავდასხმის გეგმა არა აქვს

polonetiრუსეთი პოლონეთზე თავდასხმას არ გეგმავს – ამის შესახებ ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
“რამდენიემ ხნის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა პოლონეთი მოინახულა, ამ ვიზიტის ფარგლებში პოლონურმა მხარემ განცხადება გააკეთა, რომ ახლა რუსეთმა იცის, რომ პოლონეთზე თავდასხმა ნატოზე თავდასხმაა. ეს განცხადება სრული აბსურდია, რადგანაც ისინი არ არსებულ პრობლემას განიხილავენ. არანაირი გეგმა არ არსებობს პოლონეთზე თავდასხმის შესახებ” – განაცხადა გრუშკომ.

დღესვე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი არასდროს დაესხმევა თავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერ წევრ ქვეყანას. “მსგავი გეგმა ჩვენ არა გვაქვს და ვფიქრობ, ნატომ ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ უბრალოდ, მიზეზებს იგონებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ბატალონი განათავსონ სხვა ქვეყნებში” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინას იანუკოვიჩის გადაცემაზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიაფინეთში დათვმა სამხედრო მანიოვრები ჩაშალა