ფინეთმა ყირიმში რუსული ფლოტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

რუსული მედიის ცნობით, ყირიმში მდებარე გემშემკეთებელი ქარხანა ,,ზვიოზდოჩკა,, შესაძლებელია დიდი ხნით ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს, რაც ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე განთავსებულ რუსულ საზღვაო ფლოტს პრობლემებს შეუქმნის.


საქმე იმაში გახლავთ, რუსული გემების შემკეთებელ ქარხანა ,,ზვიოზდოჩკას,, რომელსაც დიდი ხანია უკრაინიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება და ფუნქციონირებისათვის დიზელგენერატორები სჭირდება, ხლეშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ფინურ კომპანია Wärtsilä-სთან, მაღალი სიმძლავრის დიზელგენერატორების Wärtsilä 8L200-ს დიდი პარტიის შეძენაზე, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების გამო, საქონლის მიწოდებებამდე ცოტა ხნით ადრე ფინელებმა შეკვეთა გააუქმეს.

,,ფინელების მოქმედება საფრთხეს უქმნის ორ ქვეყანას შორის ხანგრძლვ კონსტრუქციულ ურთიერთობებს, ხოლო მნიშვნელოვანი შეკვეთის გაუქმება, ააზიანებს რუსეთის სახელმწიფო და საქმიანი სტრუქტურების ინტერესებს,, აცხადებენ რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ქუჩების მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატია,,როდესაც სენაკის მაჟორიტარი საზოგადოებას ხვდებოდა… ,,