,,როდესაც სენაკის მაჟორიტარი საზოგადოებას ხვდებოდა… ,,

,,ოცნების,, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა მამუკა მდინარაძემ, ,,რუსთავი-2,,-ზე გადაცემა ,,არჩევანში,, ჩართვისას ტელეკომპანიის მიერ რეგიონებიდან მოწოდებული სიუჟეტების ობიექტურობაზე ეჭვი შეიტანა და მაგალითად სენაკის მაჟორიტარის ირაკლი ბერაიას მიერ განხორციელებული ზარი მოიყვანა, რომელიც თითქოსდა წუხდა იმაზე, რომ მის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები ტელეკომპანიამ  სიუჟეტში არ ასახა და მომავალში მსგავსი სიუჟეტების გადაღებამდე მისი საკუთარი ,,ფეისბუქის,, გვერდის დათვალიერებას ითხოვდა.

დიახ ბატონო მამუკა! დავათვალიერეთ ირაკლი ბერაიას ფეისბუქის გვერდი და აღმოვაჩინეთ, რომ ის მიმდინარე წლის 9 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის ეკის თემში, ეკის არასრული საშუალო სკოლის შენობაში სკოლის პედაგოგებს და ,,ოცნების,, მხარდამჭერ სოფლის ,,ნაღებ,, საზოგადოებას ხვდებოდა…

(ფოტო-1) ზუსტად იმ დროს, სკოლის ეზოს ჭიშკართან, რაიონში ,,ოცნების,, საარჩევნო სპონსორი კომპანია ,,არქეოპოლისი,, სოფლის გზაზე 2 სანტიმეტრი სისქის ასფალტს აგებდა… ხაზს ვუსვამთ რომ ამ ასფალტის სისქე 2, ზოგან 3 სანტიმეტრია.

 

(ფოტო-2) ამას გარდა, იქვე სოფლის სკოლის შენობიდან სულ 100-ოდე მეტრში, პატივცემულ დეპუტატს შეეძლო ენახა 2015 წელს იმავე კომპანიის მიერ დაგებული ასევე 2 სანტიმეტრი სისქის ასფალტის საფარი, რომელიც იმავე კომპანიის მძიმე წონიანმა ტექნიკამ, წლევანდელი სამუშაოების დროს სრულად დაანგრია

 

(ფოტო-3) ამ გზის გამო, ხომ არ ითხოვს პატივცემული სენაკის მაჟორიტარი პოზიტიურ გაშუქებას…? ეს გზა დღესაც ასე გამოიყურება და ამიტომ ვთხოვ ,,რუსთავი-2,,-ს, გადაიღეთ ეს გზა!

 

ჩემი რჩევაა ბატონი მამუკასა და სენაკის მაჟორიტარისადმი, რომ ,,ფეისბუქებით,, არ დაუპირისპირდეთ ჟურნალისტებს, თორემ იმ ,,ფეისბუქში,, თქვენს საწინააღმდეგოს ბევრ რამეს აღმოაჩენთ,, აცხადებს ჟურნალისტი კახაბერ ადამია ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიფინეთმა ყირიმში რუსული ფლოტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა გლდანში -დაღუპულია 6 წლის ბავშვი