წალენჯიხაში ქუჩების მოასფალტების სამუშაოები დაიწყო

ქალაქ წალენჯიხაში ფიფიას, ტაბიძის, დადიანის, წურწუმიას, ხობელიას, სამეგრელოსა და მარჯვენა სანაპიროს ქუჩების მოასფალტების სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხობელიასა და ტაბიძის ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბესიკ ფარცვანიამ და საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიამ დაათვალიერეს.აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზამშენგრუპი“ ასრულებს, პროექტის ღირებულება, რომელიც რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდის დაკვეთით ხორციელბდა და რომელშიც 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული, 589139 ლარია.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი ებრაელები თანამოძმეებს ნეთანიაჰუს ბოიკოტისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიაფინეთმა ყირიმში რუსული ფლოტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა