პეტრ პაველი – ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისის წარმოდგენა შეუძლებელია

ახლა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის კომპრომისის წარმოდგენა შეუძლებელია, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

პაველის თქმით, ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ უკრაინა და რუსეთი შეძლებენ, შეთანხმდნენ ომის დასრულებაზე.

„რუსეთის ყველა წინადადება აქამდე იყო, პრაქტიკულად, ბრძანება. კრემლმა წარმოადგინა პირობების სია, რომელთა დაწესების უფლება მას, როგორც აგრესორს, არ აქვს“, – აღნიშნა პაველმა.

მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება ერთ-ერთი მხარის დამარცხებით ან დაღლილობითა და იმის გაცნობიერებით, რომ ვერავინ შეძლებს, სრულად მიაღწიოს მიზნებს.

ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც რუსეთისა და უკრაინისთვის ცხადი გახდება, რომ ომის გაგრძელება მხოლოდ ახალ ხარჯებს, ტანჯვასა და დანაკარგებს ნიშნავს, წარმატების იმედის გარეშე. ამავდროულად, პაველმა აღნიშნა, რომ სიტუაციის ამ წერტილამდე მისვლამდე კიდევ შეიძლება დიდი დრო იყოს დარჩენილი, ზარალი კი ორივე მხრიდან, როგორც ეკონომიკურად, ასევე მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით, უკვე ძალიან დიდია.

გასულ კვირას პაველმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა შეზღუდოს უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობა, რომელიც რუსეთის აგრესიას ებრძვის.

banner
წინა სტატიაშიკარგად არიან, ელოდებიან როდის გამოუშვებენ – ბოლო ცნობები მექსიკის საზღვრიდან გატაცებულ მოქალაქეებზე
შემდეგი სტატიატრამპი – მე თუ არ ამირჩევენ, ყველასთვის სისხლის ნიაღვარი დადგება