ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო აცხადებს, რომ ის, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით კი პოლიცია აკეთებს, ძალადობაა. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოხატა შთამბეჭდავი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ.
„ის, რაც ვიხილეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეში ხელისუფლების რეაგირების კუთხით, განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან, იყო ძალადობა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის აქტებს დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ.
ეს არის სასტიკი ქმედებები, სასტიკი ქმედებები ჩვენ ასევე ვიხილოთ გასულ ღამესაც. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამას. მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს პროტესტის უფლება, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სათანადოდ გამოიძიოს ყველა გადაცდომა და ძალადობა, თუ ეს ჩადენილი იქნა. ველოდებით, რომ ამაზე პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს” – თქვა პიტერ სტანომ.