კონსერვატორია მასწავლებლებს: შეწყდეს სასწავლო პროცესის შეჩერებისკენ მიმართული მოწოდებები

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ-მასწავლებლებს მეილს უგზავნის და მოუწოდებს, შეწყდეს მოწოდებები, რომელიც მიმართულია სასწავლო პროცესის შეჩერებისკენ.

მეილში კონსერვატორიის ადმინისტრაცია თავის მოწოდებას იმით განმარტავს, რომ “განსხვავებული პოზიციების მქონე პროფესორ-მასწავლებლებს უნდა მიეცეთ თავიანთი უფლება-მოვალეობების შესრულების საშუალება თავისუფლად და დამოუკიდებლად”.

“მოგესალმებით, პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო და სტუდენტებო, კონსერვატორიის ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებს თვალს შიდა საერთო ელექტრონულ ფოსტაზე უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ მოწოდებებს მანიფესტებისა თუ გაფიცვების შესახებ.

კონსერვატორიის ადმინისტრაცია ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ ყველას აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ყველა ადამიანის განსხვავებული აზრი უნდა იყოს დაცული. ზემოხსენებულ მიმოწერებში, რამდენიმე სტუდენტისა და პედაგოგის მხრიდან პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება აქტიური მოწოდებები სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე.

ამავე მიმოწერებიდან ნათლად ჩანს, რომ მიმართვებში გაჟღერებულ მოწოდებებს ადრესატების ნაწილი ეთანხმება და იზიარებს, ნაწილი არ იზიარებს, ნაწილი კი არ აფიქსირებს წერილობით მოსაზრებას.

ადმინისტრაცია მოგიწოდებთ ყველას, შეწყდეს ისეთი მოწოდებები, რომელიც მიმართულია სასწავლო პროცესის შეწყვეტის/შეჩერებისკენ, რათა იმ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, მიეცეთ თავიანთი უფლება-მოვალეობების შესრულების საშუალება თავისუფლად და დამოუკიდებლად.

პატივისცემით, ადმინისტრაცია”- ნათქვამია ელექტრონულ ფოსტაში.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” პროპაგანდისტულმა არხებმა ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტსა და ივანიშვილის სანქცირებაზე დაწერილი ნიუსები წაშალეს
შემდეგი სტატიაწყარო: განათლების უწყება რექტორებს გაფიცვის დაგმობის განცხადებას უგზავნის, ხელმოწერას სთხოვს