კარგად არიან, ელოდებიან როდის გამოუშვებენ – ბოლო ცნობები მექსიკის საზღვრიდან გატაცებულ მოქალაქეებზე

მექსიკის საზღვრიდან გატაცებული პირების მდგომარეობა უცნობია – საქართველოს 30 მოქალაქე დანაშაულებრივი ორგანიზაციის ტყვეობაში რჩება. უკვე 24 საათზე მეტია ისინი ახლობლებთან კონტაქტზე არ გამოსულან. ოჯახები დახმარებას ითხოვენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს “მთავარი არხისთვის” დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებია. რამდენიმე წყარო ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ.

“მეც როგორც თქვენ იცით, ინფორმაციას ვუყურებ, ვიდეოც ვნახე, რომ კარგად არიან და ელოდებიან როდის გამოუშვებენ. აღნიშნავენ კიდევაც იქ, რომ გამოგვიშვებენ მალეო. ვერ გეტყვით ვერაფერს. მე არავინ აღარ დამკავშირებია. ერთი ის ვიცი, რომ ალბათ გამოუშვებენ და კარგად იქნებიან და სადაც მიდიოდნენ იქ წავლენ მშვიდობით. მთავარია კარგად არიან, ვიდეო რაც ვნახე. მეტი არაფერი არ ვიცი. მეც გაურკვევლობაში ვარ, რა ხდება,” – ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი – მე ჩავალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით და გადაწყვეტილებებით
შემდეგი სტატიაპეტრ პაველი – ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისის წარმოდგენა შეუძლებელია