აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური აბუ საიედი ლიკვიდირებულია.
Reuters-ი ინფორმაციას პენტაგონის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს. პენტაგონის ცნობით, ის დანაყოფის შტაბზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, პროვინცია კუნარში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. ამასთან, პენტაგონში აცხადებენ, რომ მოკლულნი არიან ISIS-ის სხვა წევრებიც.