პარტია “აფსნი” თავმჯდომარის გარეშე დარჩა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი პოლიტიკური პარტიის “აფსნის” თავმჯდომარემ თემურ ნადარაიამ გაავრცელა განცხადება გადადგომის შესახებ.


როგორც აფხაზური მედია იუწყება, ნადარაია აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ პარტიის პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებებს მასთან შუთანხმებლად, თუმცა არ სახელდება კერძოდ რომელ გადაწყვეტილებაზეა საუბარი.
ნადარაია მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც 2016 წელს მხარი დაუჭირეს მას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის დროს.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონის ცნობით, ISIS-ის ერთ-ერთი მეთაური მოკლულია
შემდეგი სტატიასაკრებულოს თავმჯდომარე კვართის მოსალოცად დადიანების სასახლის ეზოში ჯიპით შევიდა