ფედერიკა მოგერინიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მალტაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში Frontex-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ უარყო დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მალტაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ევროკავშირის საზღვრების დაცვის სააგენტოს, Frontex-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ მოგერინიმ „ტვიტერ“-ის საკუთარ მიკრობლოგში განაცხადა.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მალტაში თვითმფინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. სააგენტო Reuters-ი, წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხუთივე დაღუპული ფრანგი სამხედრო მოსამსახურეა.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მალტის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავი ლიბიის ქალაქ მისრატაში მიემგზავრებოდა. მალტის საერთაშორისო აეროპორტი ამჟამად დაკეტილია.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია ავსტრიის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია“რულოვსის განცხადება სასიამოვნო არ იყო, თუმცა ამაში ტრაგედია არაფერია”