“რულოვსის განცხადება სასიამოვნო არ იყო, თუმცა ამაში ტრაგედია არაფერია”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აკაკი ბობოხიძე, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს.

ბობოხიძის თქმით, რულოვსის განცხადება იმის შესახებ, რომ ის მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, სასიამოვნო არ იყო, თუმცა ამაში ტრაგედია არაფერია.

“ვფიქრობ, რომ ეს არ არის სასიამოვნო გადაწყვეტილება. მოულოდნელი არაფერი არ არის. “ნაციონალურ მოძრაობაში” ყოველთვის იყო და იქნება განსხვავებული მოსაზრებები. ვიმედოვნებ, შევინარჩუნებთ ერთიან, მთლიან ფრონტს დღევანდელი რეჟიმის წინააღდმეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტიაში ყოველთვის იყო განსხვავებული მოსაზრებები მაშინაც კი, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო” , – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მალტაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში Frontex-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიაპოროშენო: უკრაინა უვიზო რეჟიმს ნოემბრის ბოლოს მიიღებს