დავით ნარმანია ავსტრიის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა.

დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენასა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო თბილისსა და ავსტრიის სხვა ქალაქებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და სხვადასხვა ერთობლივი პროგრამის განხორციელებას.

დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

თავის მხრივ, არად ბენკომ გამოთქვა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ნარმანიას თბილისობა 2016-ის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახალხო დღესასწაულმა უცხო ქვეყნის დელეგაციების მოწონება დაიმსახურა.

ავსტრიის საელჩო თბილისში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი 15:00 საათზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მალტაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში Frontex-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ