პატრიარქი კირილე – ჩვენ არ გვაქვს დამპყრობლური მიდგომები, გვაბრალებენ…

გთავაზობთ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ინტერვიუდან ნაწყვეტს სადაც იგი მსოფლიო საპატრიარქოს აკრიტიკებს:

,,პრობლემა ერთია პატრიარქ ბართლომესში, რომელიც თავს მართლმადიდებლი სამყაროს ლიდერად თვლის, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის თანახმად იგი პირველია თანასწორთა შორის, მაგრამ თავს თვლის არა პირველად თანასწორთა შორის, არამედ უპირველესად ყველას შორის.

იგი იმავე აზრმა აცდუნა, რომლის განხორციელებამ ქრისტიანობის აღმოსავლეთად და დასავლეთად დაყოფა გამოიწვია, ახლა კი, არ მომერიდება ამის თქმა რომ პატრიარქ ბართლომეს პირადი ინიციატივით, ძალაუფლების იმავე სურვილმა ახლა მართლმადიდებლური ეკლესია გაყო.

ეს არი ტრაგიკული ფურცელი მართლმადიდებლური ეკლესიის და, განსაკუთრებით, თითოეული ჩვენგანის ისტორიაში!

ზოგადად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიცია ყოველთვის ძალიან არასტაბილურია, როცა ვამბობ „ყოველთვის“ რა თქმა უნდა ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდგომ ეპოქას ვგულისხმობ.

სამწუხაროდ კოსტანტინეპოლის საპატრიარქო იყო და არის არამართლმადიდებლური პოლიტიკური ძალების კონტროლის ქვეშ და ზოგადად, პატრიარქი ბართლომე, მეჩვენება, ვალდებულია არა მხოლოდ დაემორჩილოს, არამედ დაუკავშიროს თავისი პოზიცია იმ ლიბერალურ ჩარჩოს, რომელიც არსებობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატები.”

წყარო: http://wenews.ge/

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი – დააგვიანა მამუკა ხაზარაძემ – მისი ინიციატივა დაძრული მატარებლის დაწევას ჰგავს
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი მივიდა