გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი მივიდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი მივიდა. ის კლინიკაში შესვლას ამ წუთებში ცდილობს.

გრუშოვეცის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს და კონკრეტულ პასუხს ვერ იღებს, რამდენ ხანში შეძლებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას.

ჰოსპიტალში უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფება.

ასევე ჰოსპიტალში კვლავ აგრძელებენ მუშაობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრები.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი კირილე – ჩვენ არ გვაქვს დამპყრობლური მიდგომები, გვაბრალებენ…
შემდეგი სტატიასოფელ ზეღდულეთში აქციის მონაწილეებისგან გორის მერიამ ვითარებაში გასარკვევად ათდღიანი ვადა ითხოვა, რის საფუძველზეც ადგილობრივებმა პროტესტი შეწყვიტეს