ქადაგიშვილი – დააგვიანა მამუკა ხაზარაძემ – მისი ინიციატივა დაძრული მატარებლის დაწევას ჰგავს

დააგვიანა მამუკა ხაზარაძემ, უფრო ღრმად რომ ჩაეხედა საპარლამენტო ცხოვრებაში, ნახავდა, სულ მცირე ორი ამოცანა, რაც დასახა, უკვე წარმატებით ხორციელდება – მისი ინიციატივა დაძრული მატარებლის დაწევას ჰგავს,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის 3-პუნქტიანი გეგმის გარშემო მრგვალი მაგიდის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.

ამასთან, ქადაგიშვილი ხაზარაძეს ურჩევს, როცა ლუსტრაციაზე საუბრობს, ოპოზიციას “ჩაუღრმავდეს”.

„დააგვიანა მამუკა ხაზარაძემ, ერთი წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში შემოვიდა, უფრო ღრმად რომ ჩაეხედა საპარლამენტო ცხოვრებაში და პოლიტიკაში, ნახავდა, რომ სულ მცირე ის ორი ამოცანა, რაც მან დასახა, მათ შორის აშშ-სთან თანამშრომლობა როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან წარმატებით ხორციელდება. მისი ეს ინიციატივა დაძრულ მატარებელთან დაწევაა და კარგია, მაინც არაუშავს თუ ამას შემოუერთდება. რაც შეეხება ლუსტრაციის საკითხს, კარგი იქნება, თუ ოპოზიციას ღრმად ჩაუღრმავდება და მიხვდება იმას, რაც ევროკავშირის ერთ-ერთ რეზოლუციაში ეწერა – ის, რომ როცა ისინი არ შემოდიოდნენ პარლამენტში, ეს არის ის სურათი, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს რუსეთის ფედერაციას”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიაპატრიარქი კირილე – ჩვენ არ გვაქვს დამპყრობლური მიდგომები, გვაბრალებენ…