პარიზში კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში პარიზში ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა. მას მსოფლიო ცნობადობა ჟაკ დემის მუსიკალურმა ფილმმა-ოპერამ “შერბურნის ქოლგებმა” (1964წ.) მოუტანა, რომელშიც მთავარ როლს კეტრინ დენევი თამაშობს. ფილმის მთავარი ლირიული თემა ლეგრანის სავიზიტო ბარათი გახდა იმის მიუხედავად, რომ, მას სხვა ბევრი წარმატებული პროექტი ჰქონდა – “ბიბისი” წერს.
მიშელ ლეგრანს დაახლოებით 200 ფილმისთვის აქვს მუსიკა დაწერილი. მას”ოსკარი” სამჯერ აქვს მიღებული, გარდა ამისა, აღებული აქვს “გრემი” და “ოქროს გლობუსი”.

 

banner
წინა სტატიაშიესპანეთის ჭაბურღილში ბავშვის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაReuters-ის ინფორმაციით ვენესუელაში რუსი მებრძოლები მარუდოს დასაცავად ჩავიდნენ