Reuters-ის ინფორმაციით ვენესუელაში რუსი მებრძოლები მარუდოს დასაცავად ჩავიდნენ

ვენესუელაში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები ჩავიდნენ, რომელთა მთავარი დანიშნულება ქვეყნის პრეზიდენტის მიკოლას მარუდოს დაცვაა, კერძოს კი, მათ ევალებათ მარუდოს დაპატიმრება არ დაუშვან – სააგენტო Reuters-მა გაავრცელა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს სხვა წყაროების თანახმად კი, ვენესუელაში უკვე რამდენიმე ხანია რუსი დაქირავებულები მუშაობენ. მოსკოვის კაზაკების წარმომადგენელმა ევგენი შაბაევმა კი, განაცხადა, რომ ვენესუელაში 400-მდე რუსი ბოევიკია ჩაფრენილი.

25 იანვარს ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მარუდომ ოპოზიციურ ძალებს მასთან დიალოგისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ მზად არის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ესაუბროს.

თავის მხრივ, ვენესუელას თვითგამოცხადებულმა ხელმძღვანელმა ხუან გუაიდომ ინტერვიუში თქვა, რომ მარუდოს შეუძლია ამნისტიის იმედი ჰქონდეს. გარდა ამისა, ყველას, ვინც კონსტიტუციის მხარეს დგას და საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენას შეუწყობს ხელს, სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლებს.

ადრე ვენესუელას შეიარაღებული ძალების სარდლობამ მარუდოს თავისი უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ პადრინო ლოპესმა გუაიდოს მოქმედებებს “სახელმწიფო გადატრიალება” უწოდა, მარუდოს კი – “ლეგიტიმური პრეზიდენტი”. იმავე დღეს რვა გენერალმა მარუდოს “აბსოლუტური მხარდაჭერა” გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშიპარიზში კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაევროპა მარუდოზე ზეწოლას აძლიერებს