ესპანეთის ჭაბურღილში ბავშვის ცხედარი იპოვეს

ესპანეთის სამხრეთით მაშველებმა ორი წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, რომელიც 100 მეტრიან ჭაბურღილში ჩავარდა. ბავშვი, სახელად იულენ როსელო სოფელ ტოტალანში, რომელიც მალაგადან 20 კილომეტრშია, ხვრელში ოჯახური პიკნიკის დროს ჩავარდა. სამაშველო ოპერაცია იმავე დღეს დაიწყო და მასში დაახლოებით 100 ადამიანი მონაწილეობდა, ისინი დღე და ღამე მუშაობდნენ. ბავშვის ცხედარი შაბათს იპოვეს – “ბიბისი” წერს.
ადგილობრივი მედია ავრცელებს, რომ ტრაგედიის გამოძიება დაიწყეს.

მსგავს ჭაბურღილებს, როგორც წესი, წყლის ან ნავთობის მოსაპოვებლად თხრიან.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაპარიზში კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა