,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარმა არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება უმოწყალოდ დააზიანა”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რომის პაპ ფრანცისკეს წერილები გაუგზავნა, რომლებშიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„თქვენო უწმინდესობავ, გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილსა და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება.

შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული. ლოცვასა შინა თქვენი მომხსენებელი, ილია მეორე“, – აღნიშნულია წერილში.

banner
წინა სტატიაშინატო რუსეთს თანამშრომლობის შეწყვეტაზე პასუხობს
შემდეგი სტატიასუპერმარკეტების ქსელის ფრესკოს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის, მორიგი სკანდალური განცხადება