სუპერმარკეტების ქსელის ფრესკოს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის, მორიგი სკანდალური განცხადება

კორუფციული ბრალდებები ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მისამართით – სუპერმარკეტების ქსელის ფრესკოს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის, მორიგი სკანდალური განცხადება.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ახალი ჰიპერმარკეტის მშენებლობის სანაცვლოდ, მერიის მაღალჩინოსნები მას აიძულებენ, იმ კონკრეტული მიწის ნაკვეთის შეძენას, რომელიც კალაძის მოადგილის ოჯახს ეკუთვნის. თუმცა, ვასილ სოფრომაძე მიმართვაში კონკრეტულ ჩინოვნიკს არ ასახელებს.

ფრესკოს დამფუძნებელი ყვება, რომ მას დიდუბეში, წერეთლის ქუჩაზე, სუპერმარკეტის გახსნა სურდა, მაგრამ დედაქალაქის მერიიდან ოფიციალური წერილი მიუვიდა, სადაც რეკომენდაციის სახით წერია, რომ კომპანიამ სხვა ნაკვეთი შეიძინოს.

„ჩვენი კომპანია აპირებს წერეთლის პროსპექტზე ჩვენი ახალი სუპერმარკეტის აშენებას და როდესაც ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მოდის წერილი, რომელშიც, რეკომენდაციის სახით, მირჩევენ, ვიყიდო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. თქვენ ამას განვითარებას ეძახით?“ – აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

ვასილ სოფრომაძის მიმართვა ფრესკოს facebook-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

მიმართვაში სოფრომაძე საუბრობს, როგორც მერიიდან მიღებული მითითებაზე მიწის შეძენასთან დაკავშირებით, ასევე ის აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს. გარდა ამისა, სოფრომაძე იმასაც ამბობს, რომ მას ხელისუფლებასთან გარკვეული პრობლემების შექმნის გამო, მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა 15-მილიონიან ინვესტიციაზე უარი თქვა და შესაბამისად, ეს თანხა ქვეყანაში არ შემოსულა.

 

https://www.facebook.com/FrescoRetailGroup/videos/478675622928399/

banner
წინა სტატიაში,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარმა არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება უმოწყალოდ დააზიანა”
შემდეგი სტატია“ხუნდაძის მიერ ივანიშვილის დავალებით წინასწარ დაწერილ და წაკითხულ ტექსტს აღვიქვამ მუქარად და დაშინების მცდელობად”