ნატო რუსეთს თანამშრომლობის შეწყვეტაზე პასუხობს

ნატოში უარყვეს რუსეთის განცხადება იმის შესახებ, რომ მოსკოვმა ალიანსთან თანამშრომლობა შეწყვიტა – “დოიჩე ველე” წერს.
“ნატოს პოზიცია არ შეცვლილა. რუსეთთან მიმართებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ორვექტორულ მიდგომას ინარჩუნებს: “ძლიერი შეჩერება და თავდაცვა სერიოზული დიალოგის შენარჩუნების ფონზე” – ნატოს პრეს-მდივნის ოან ლუნგესკუს განცხადებაშია ნათქვამი.
ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ რუსეთიმა და ნატომ, ალიანსის ინიციატივით, სრულიად შეაჩერეს თანამშრომლობა სამოქალაქო და სამხედრო მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი-ვენეციის კომისიამ გვითხრა – იუსტიციის საბჭო ავგიას თავლააო
შემდეგი სტატია,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარმა არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება უმოწყალოდ დააზიანა”