ფრანგული გამოცემა ,,მირორის”–ის ინფორმაციით ფრანგები სისხლის ჩასაბარებლად რიგებში დგანან. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სისხლის ჩაბარების პუნქტებთან ასობით ადამიანია შეკრებილი.
“გუშინდელი თავდასხმის შემდეგ პარიზელები გაერთიანდნენ. სისხლის გაღების მიზნით, ხალხი რიგში დგება”, – წერს ფრანგული გამოცემა “მირორი”.
ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა, საავადმყოფოში 300 ადამიანია გადაყვანილი. 80 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტერაქტების დროს დაჭრილთა შორის აშშ-ის მოქალაქეებიც არიან.