„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას პარიზში განხორციელებული ტერაქტების გამო, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

“ამ მძიმე წუთებში ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენ მეგობარ საფრანგეთის სახელმწიფოს და ფრანგ ხალხს და ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. ამ ბარბაროსულმა აქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობით აღჭურვილი ყველა სახელმწიფოს ერთად დგომა და ქმედითი თანამშრომლობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, პარიზში მომხდარი ტერაქტის შედეგად, 128 ადამიანი დაიღუპა, 99 კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის სოლიდარობის აქცია თბილისის პარლამენტთან
შემდეგი სტატიაპარიზელები სისხლის ჩასაბარებლად რიგებში დგანან