(ვიდეო) თეატრთან, სადაც ტერაქტები მოხდა, პიანისტმა ჯონ ლენონის Imagine შეასრულა

“ბატაკლანის” თეატრთან, სადაც გუშინ ტერაქტები მოხდა, გერმანელმა პიანისტმა დავიდ მარტელომ ჯონ ლენონის Imagine შეასრულა. მუსიკოსის სიმბოლურ აქციას ათობით ადამიანი დაესწრო.
როგორც “ბიბისი” წერს, მარტელომ ანალოგიური აქცია “შარლი ებდოზე” თავდასხმის შემდეგ ჩაატარა, ის უკრავდა ავღანეთში, ასევე დონეცკში და სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე გამართული აქციების დროს.
https://www.youtube.com/watch?v=zy1VC0pTLRQ

banner
წინა სტატიაშიპარიზელები სისხლის ჩასაბარებლად რიგებში დგანან
შემდეგი სტატიახაშურის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ტექნიკა თითქმის უძლურია