პაპი ფრანცისკი მექსიკაში წონასწორობიდან გამოიყვანეს

19რომის პაპი ფრანცისკი მექსიკაში ერთ-ერთ მორწმუნეზე გაბრაზდა – წერს The Daily Telegraph.
ინციდენტი ქალაქ მორელიაში მოხდა, სადაც პანთიფიკს სტადიონში მოუწყვეს საზეიმო შეხვედრა. რომლის შემდეგაც პაპმა გადაწყვიტა მორწუნეებს მისალმებოდა. როცა ის ხალხს მიუახლოვდა, ერთ-ერთმა, შეკრებილი პუბლიკიდან, მას ტანსაცმელზე სტაცა ხელი. ხელი მაშინაც არ გაუშვა, როცა პაპმა წონასწორობა ვერ დაიცვა და ეტლითმოსარგებლე ბავშვს დაეცა.
დაცვამ პაპი მიწაზე დაცემისგან გადაარჩინა. პანთიფიკმა მრისხანედ შეხედა მამაკაცს, რომელმაც თითქმის დააგდო მიწაზე და ხმის აწევით ორჯერ უთხრა ესპანურად : “ნუ ხარ ეგოისტი”. ამის შემდეგ მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან, სანამ პოლიცია ხალხს მოუწოდებდა სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.

პაპი ფრანცისკი ყოველთვის სიამოვნებით ამყარებს კონტაქტს ხალხთან. მან ასევე უარი განაცხადა ტყვიაგაუმტარ პაპამობილზე და უპირატესობა მიანიჭა ღია მანქანას “ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ რატომ უნდა გავექცე საშიშროებას? ჩემს წლებში არაფერი მაქვს დასაკარგი” – ამბობს ის.

banner
წინა სტატიაში“პუტინი სტალინის მოქმედებების განმეორებით ისტორიაში აპირებს შესვლას”
შემდეგი სტატიააფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდა