აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდა

აფხაზეთის სკოლებში აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდა

უიყაფხაზეთის სკოლებში აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდა- ამის შესახებ „აბხაზია ინფორმს“ დე-ფაქტო განათლების მინისტრმა მედეა ჩენგელიამ განუცხადა.

„მიმდინარე სასწავლო წლიდან გამოცდას ჩააბარებენ აფხაზური სკოლის მოსწავლეები მე-4-დან მე-11 კლასის ჩათვლით. მომავალი წლიდან კი გამოცდები სხვა სკოლებშიც დაინიშნება. გამოცდა აფხაზურ ენაში ზეპირი იქნება. საგამოცდო ბილეთები სკოლის პროგრამის მიხედვით იქნება შედგენილი“- განაცხადა ჩენგელიამ.
გამოცდები აფხაზურ ენაში დიდი ხანია, რაც დღის წესრიგში დგას, ვიმედოვნებთ, რომ ეს ღონისძიება მოგვცემს ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, მშობლიური ენის სწავლების მიმართულებით“-აცხადებენ დე-ფაქტო განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად აფხაზეთში 62 აფხაზური, 46 რუსული, 16 აფხაზურ-რუსული, 31 სომხური და 11 ქართული სკოლა ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაშიპაპი ფრანცისკი მექსიკაში წონასწორობიდან გამოიყვანეს
შემდეგი სტატიათურქეთის დედაქალაქში პარლამენტის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა