“პუტინი სტალინის მოქმედებების განმეორებით ისტორიაში აპირებს შესვლას”

28“ჩრდილოეთ სირიაში ლტოლვილების ნაკადის ფორმირება ისე მიდის, რომ თურქეთი რთულ ვითარებაში ჩააყენოს” – განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა იალჩინ აკდორანმა.
“თუკი ამ საკითხს შესაბამისი ყურადღება არ მიექცევა და თუკი რუსეთის სირიაში მოქმედებებს შესაბამისი რეაქცია არ ექნება, რეგიონში ლტოლვილების ახალი ნაკადი წარმოიქმნება, რომელიც ევროპაში გადავა” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მან ხაზი გაუსმა იმას, რომ ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ააზაზში შექმნილი მდგომარეობა თურქეთის უშიშროებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
მისი აზრით, დღეს სირია სხვადასხვა მოთამაშეების რთული თამაშის ველად არის გადაქცეული.
“იმის მაგივრად, რომ გაეროს ტრიბუნადან რუსეთის მოქმედებების მიმართ პროტესტი ისმოდეს, რიგი სახელმწიფოები გაეროს თურქეთის შეჩერებას სთხოვენ. უცნაური არ არის, რომ იმის მაგივრად გაერო რუსეთის მიერ სირიაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდეს, შეშფოთებას გამოხატავენ თურქეთის მხრიდან სირიის ტერიტორიაზე გასროლილ ტყვიებზე” – კითხულობს ვიცე-პრემიერი.
იალჩინ აკდორანის თქმით, რუსეთი სირიაში ისე მოქმედებს, როგორც “ფოსფორით სავსე სპილო, რომელიც ვიტრინაში დევს”. მისი აზრით, რუსეთის ტაქტიკა სირიაში უცვლელია და გავს იმას, რაც უკვე მოხდა საქართველოსა და უკრაინაში.
“მოვლენები ასეთი ახლოსგამიზნული პოლიტიკით თუ განვითარდა, რუსეთი საბჭოთა კავშირის დროს დაუბრუნდება. პუტინი სტალინის მაგალითს ბაძავს, მის მოქმედებებს იმეორებს, მას ისტორიაში სურს შესვლა. ამიტომ აუცილებელია გაერომ და აშშ-მ უფრო პრინციპული პოზიციები დააფიქსირონ” – განაცხადა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშივინ იქნება ირანული გაზის საქართველოს მომწოდებელი და რატომ ეწინააღმდეგება მინისტრი
შემდეგი სტატიაპაპი ფრანცისკი მექსიკაში წონასწორობიდან გამოიყვანეს