პალესტინამ განაცხადა, რომ “ობამას ტრანში” 221 მილიონი უკვე მიიღეს

პალესტინის პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული საკითხებში ჰუსამ ზომლოტმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უკვე მიიღო აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი 221 მილიონი დოლარი ტრანში. “უკანასკნელი თანხა, რომელიც ობამამ გამოყო, ჩვენ უკვე მივიღეთ. მათ უკვე გადარიცხეს ეს თანხა” – განაცხადა პოლიტიკოსმა.
“იმედს ვიტოვებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს თეთრი სახლის პოლიტიკას, რომელიც წინამორბედებს ჰქონდათ” – მაჰმუდ აბასის მრჩეველმა თქვა.

ადრე გავრცელდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 221 მილიონი დოლარის გადარიცხვა გააჩერა, რომელიც ბარაკ ობამამ პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებას გამოუყო – The Times of Israel-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
გაზეთის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა პალესტინის ხელისუფლებას უკვე შეატყობინა, რომ თანხა არ გადაირიცხება.

banner
წინა სტატიაში“არც გაზი გვექნება და არც რაიმე ანაზღაურება, ცარიელი მილი შეგვიძლია დავჭრათ და ჯართში ჩავაბაროთ”-ვოლსკი გაზპრომთან შეთანხმების გასაჯაროებაზე
შემდეგი სტატიააშშ-ს მექსიკის საზღვარზე კედელი 15 მილიარდი დაუჯდება